20 ნოემბერი 2024,   00:57
ვრცლად
საჯარო სკოლების უმეტეს ნაწილში პირველკლასელთა ვაკანტური ადგილები უკვე შევსებულია

საჯარო სკოლების უმეტეს ნაწილში პირველკლასელთა ვაკანტური ადგილები უკვე შევსებულია, ასეულობით მოზარდი კი ისევ დაურეგისტრირებელი დარჩა. მშობლებს მთავარი პრეტენზია რეგისტრაციის პროცესში შექმნილ ტექნიკურ გაუმართაობასთან დაკავშირებით აქვთ.

წლევანდელი რეგისტრაციისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 70 ათასზე მეტი ვაკანტური ადგილი იყო, განათლების სამინისტროში ტექნიკური ხარვეზების არსებობას კატეგორიულად უარყოფენ, თუმცა რეგისტრაციის პროცესში გარკვეულ შეფერხებას წელს სასკოლო ასაკის ბავშვების დიდი ნაკადით ხსნიან, ამას კი მინისტრის მიერ მიღებულ ბრძანებას უკავშირებენ, რომლის მიხედვითაც შარშან ბავშვების ნაწილი ასაკის გამო სკოლის გარეთ დარჩა.

პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესი 25 მაისამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც მშობლებმა უკვე რეგისტრაციის მესამე ეტაპი უნდა გაიარონ და საბუთები სკოლებში წარადგინონ. მათ დიდ ნაწილს სკოლაში სიარული სახლიდან მოშორებით მოუწევს.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.

დღის ამბები