02 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
აუდიტორია 115-ის წევრები თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს დღეს შეხვდებიან

რა გეგმები აქვს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს - დარეჯან თვალთვაძეს დღეს აუდიტორია 115-ის წევრები ხვდებიან.

სტუდენტები რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან საუბრის დროს, მთავარ საკითხად აკადემიური საბჭოს დაკომპლექტებისა და კანცლერის არჩევის შეცვლას ასახელებენ.

აუდიტორია 115 თვალთვაძისგან ასევე ითხოვს, არ წარადგინოს საკუთარი კანდიდატურა შემოდგომაზე დანიშნულ რექტორის არჩევნებზე.

შეგახსენებთ, რომ აუდიტორია 115-ის წევრები უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრას არჩევნების დღესვე გეგმავდნენ, თუმცა ეს არ მოხდა. შეხვედრა თვალთვაძის გადაწყვეტილებით გადაიდო, რამაც აუდიტორია 115-ის წევრების უკმაყოფილება გამოიწვია.

დღის ამბები