20 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
ხმაური ხელვაჩაურში - ადგილობრივები 14 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმის დროულ გამოძიებას ითხოვენ

ხმაური იყო გვიან ღამით ხელვაჩაურში, სადაც ადგილობრივებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები ერთი თვის წინ 14 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმის დროულ გამოძიებას ითხოვდნენ.

დაღუპულის ოჯახის წევრებსა და საპატრულო პოლიციას შორის რამდენიმე ინციდენტიც მოხდა, თუმცა ვითარება მალევე განიმუხტა. შეკრებილებს აჭარის სამმართველოს უფროსი შეხვდა და პრობლემის მოგვარებას დაპირდა.

დაღუპულის ოჯახის წევრებს მიაჩნიათ, რომ მოზარდი სამმა ახალგაზრდამ მოკლა, ისინი მათ დასჯას ითხოვენ.

შს სამინისტროში მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. 

დღის ამბები