ხმაური იყო თბილისში, სოხუმის ქუჩაზე. მე-100 სკოლის ტერიტორიაზე მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა აქცია გამართეს. სკოლა 3 წლის წინ ავარიულობის გამო დაანგრიეს და მის ტერიტორიაზე ახალი შენობა უნდა აეშენებინათ. აქციის მონაწილეები სკოლის მშენებლობის დაწყების გაჭიანურებას აპროტესტებენ.
ადგილზე დიდუბის რაიონის გამგებელი და განათლების სამინისტროს წარმომადგენელი იმყოფებოდნენ.