20 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
„მასშტაბული სახე მიიღო ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევამ,"-უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა პარლამენტში 2015 წლის ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე და ამ საკითხზე მიმდინარე გამოძიებაზე. ნანუაშვილის თქმით არაეფექტურმა გამოძიებამ გარკვეულწილად შემდგომი დანაშაულის ჩადენის სტიმულირება მოახდინა. 

„მასშტაბული სახე მიიღო ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევამ. დაფიქსირდა წამების, არაადამიანური მოპყრობის და ღირსების შემლახავი მოპყრობის ვიდეოკადრების აჯარო ჩვენებებისა და გავრცელების, ასევე პირადი სატელეფონო კომუნიკაციების აუდიოჩანაწერების გავრცელების ფაქტები. დაუსჯელობის სინდრომმა და მსგავსი დანაშაულის ფაქტებზე არაეფექტურმა გამოძიებამ გარკვეულწილად სტიმულირება მოახდინეს ახალი დანაშაულის, რამაც კულმინაციას 2016 წლის მარტში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით მიღწია,“-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

დღის ამბები