20 ნოემბერი 2024,   00:55
ვრცლად
ბაგა ბაღების მშობლების შეხვედრა მერიაში შეთანხმების გარეშე დასრულდა

შეთანხმების გარეშე დასრულდა ბაგა ბაღების მშობლების შეხვედრა მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დირექტორის მოადგილესთან.

83-ე, მე-2, მე-6, 90-ე და 91-ე საბავშვო ბაღის მშობლები ზაზა ცინაძისგან ბაღებში ახალი დირექტორების დანიშვნის პროცესის შეჩერებას, სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე ითხოვდნენ.

ასევე მშობლების განცხადებით, ამ ბაღებში დირექტორები უკანონოდ გაათავისუფლეს. შეხვედრა ირაკლი გვილავასთან მას შემდეგ დაინიშნა, რაც 25 მარტს მშობლებმა თბილისის მერთან შეხვედრა და მიმდინარე საკითხის განხილვა მოითხოვეს, მშობლების განცხადებით კი, ნარმანიას უწყებამ განცხადება მერიის ამ საქალაქო სამსახურში გადმოამისამართა.

თუმცა, საბავშვო ბაღების მშობლებს დღეს არც ირაკლი გვილავა შეხვდა, ზაზა ცინაძემ კი 5 ბაღის წარმომადგენელი ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელთან გადაამისამართა. მოთხოვნებს უპასუხა დავით ნარმანიამაც.

არ არის სავალდებულო შეხვდეს მერი ყველას. თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს და ვიცი, რომ მათ აქვთ, მიმართონ სასამართლოს,“ - აღნიშნა დავით ნარმანიამ.   

დღის ამბები