ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე მთავრობის საპარლამენტო მდივანი, სახალხო დამცველის კრიტიკას რამდენიმე ასპექტში არ დაეთანხმა.
საუბარი შეეხო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებსა და სასაზღვრო პოლიციის სტაჟის საკითხს.
შალვა თადუმაძის განმარტებით ამ მიმართულებით მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„მე ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში არ უნდა იყოს დოკუმენტი, რომელშიც ასახულია კანონპროექტებზე შენიშვნები და წინადადებები,“ - განაცხადა შალვა თადუმაძემ.
შალვა თადუმაძის ამ განცხადებას უჩა ნანუაშვილმა უპასუხა.
„მე არ მესმის, რატომ განიხილავთ ამას როგორც კრიტიკას. ეს რეკომენდაცია იყო სამი წლის განმავლობაში და დღემდე არ არის მიღებული ახალი ვერსია, აქედან გამომდინარე რეკომენდაცია შესრულებული არ არის,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.