20 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
გუდიაშვილის მოედნის საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია

გუდიაშვილის მოედნის საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. არქიტექტორთა ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, მშენებლობა  ორ ნაკვეთზე იგეგემება. თბილისის მერისა და განვითარების ფონდის ხელმძღვანელის განცხადებით, ახალი თანამედროვე შენობები ხელს შეუწყობს ისტორიული უბნის განვითარებას და ახალი ტურისტულ პოტენციალს შექმნის. პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანიაც ესწრებოდა. 

„საერთაშორისო კონკურსის გზით შეირჩა წარმოდგენილი პროექტებიდან საუკეთესო და ეს საშუალებას მოგვცემს, რომ კულტურული მემკვიდრეობის წესების დაცვით განხორციელდეს ეს პროექტები, რაც მნიშვნელოვანია ერთის მხრივ კულტურული ფასეულობების შენარჩუნებისთვის და მეორეს მხრივ ამ ტერიტორიის მიმზიდველობის გაზრდისთვის, ვინაიდან ტურისტული თვალსაზრისით არის ძალიან საინტერესო ტერიტორია,“-განაცხადა დავით ნარმანიამ.

დღის ამბები