20 ნოემბერი 2024,   00:42
ვრცლად
"ეს შენ გეხებას" კვლევა - გამოკითხულთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ უკანონო მოსმენები ისევ ხორციელდება

გამოკითხულთა 63 პროცენტი ტელეფონზე ღია საუბარს თავს არიდებს და თვლის, რომ საქართველოში უკანონო მოსმენები ისევ ხორციელდება - ასეთია კვლევის შედეგი, რომელიც კამპანია ეს შენ გეხებამ ჩაატარა.

პირადი საიდუმლოს, ან პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრების ტელეფონით გაზიარებას, რესპოდენტების უმრავლესობა თავს არიდებს. ამის მიზეზად, უკანონო მოსმენების შიში სახელდება.

კამპანია ეს შენ გეხებას წევრები, კვლევის შედეგებს, მოსახლეობის განწყობის ადეკვატურს უწოდებენ და მთავარ მიზეზად, მოსმენების კანონში არსებულ ხარვეზებს ასახელებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივას, რომელიც ე.წ. მოსმენების გასაღების სამართალდამცველებისთვის ჩამორთმევას და დამოუკიდებელი ორგანოსთვის გადაცემას გულისხმობს, საპარლამენტო ოპოზიცია მხარს უჭერს.

განსხვავებულია უმრავლესობის პოზიცია. მმართველი გუნდის ნაწილი, მოსმენების აუცილებლობაზე საუბრობს და არასამთავრობოების ინიციატივას ნაჩქარევს უწოდებს. 

ავტორი: თამარ ბაღაშვილი.

დღის ამბები