მესამე სექტორი საქართველოში მოქმედი იმ რუსული ტელეარხების აკრძალვას ითხოვს, რომლებიც კრემლის პროპაგანდისტულ კამპანიას ატარებენ.
არასამთავრობოები პირველ რიგში, 12რუსული არხის შეზღუდვის აუცილებლობაზე საუბრობენ.
მათი განცხადებით, მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობამ რუსული არხების ტრანსლირება განაახლა, მოსახლეობაში პრორუსული განწყობები მატულობს.
მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით არასამთავრობოები ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
რუსული მაუწყებლობა შეზღუდულია ნატოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც.
საქართველოში რუსული მედიასაშუალებების ტრანსლირებაზე უარი ავტორიზებულმა კომპანიებმა 2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ განაცხადეს, თუმცა ამავე კომპანიებმა რუსული მედიასაშუალებების მაუწყებლობა ეტაპობრივად ისევ განაახლეს.
ავტორი: ირინა კეჭაყმაძე