"მერსედეს ბენცის" მოდის კვირეულის მე-3 სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. პირველი დიზაინერი, ვინც უცხოელ და ქართველ სტუმრებს შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექცია წარუდგენს, ავთანდილ ცქვიტინიძა. დღესვე ეროვნულ მუზეუმში ცნობილი ფრანგი დიზაინერის- ფერვე ლეჟეს- გამოფენა გაიმართა. "მერსედეს ბენცის" ფეშენ-ვიკი 9 მაისამდე გაგრძელდება და 4 დღის განმავლობაში 20-ზე მეტი ქართველი და უცხოელი დიზაინერი აჩვენებს საკუთარ კოლექციებს.