საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ინტერესთა შეუთავსებლობასა და შესაძლო კორუფციაზე საუბრობს. არასამთავრობო ორგანიზაციამ უწყების მაღალჩინოსნების ბიზნესინტერესსა და სავარაუდო კორუფციაზე 40 გვერდიანი კვლევა მოამზადა.
კვლევის ავტორების მტკიცებით, მიხეილ გიორგაძე, დავით მენაბდე და კახი კანდელაკი 10 ორგანიზაციასთან და კომპანიასთან პირდაპირი გზით ხელშეკრულებებს აფორმებენ და ტენდერის გარეშე სხვადასხვა დაფინანსებას გასცემენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია დარღვევებს ჯაზფესტივალის დაფინანსების პროცესშიც ხედავს. დოკუმენტში ასევე საუბარია სამინისტროს სსიპ-ებში დასაქმებულ ბიზნესპარტნიორებზე.