პანორამა-თბილისის მშენებლობის და ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისების საწინააღმდეგო აქციაზე აქციის მონაწილეების დაკავების შემდეგ, პროტესტი ბიძინა ივანიშვილის სახლთან გაგრძელდა.
აქციის მონაწილეები ივანიშვილის სახლთან მსვლელობით მივიდნენ. ამ წუთებში კი გადაწყდა, რომ აქცია უკვე შსს-თან გაგრძელდება, სადაც აქციის მონაწილეების დაკავებას გააპროტესტებენ. ისინი სამინისტროსთან მანამდე დარჩებიან, ვიდრე დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ.
„არა გვაქვს პრეტენზია პოლიციასთან, რომელიც არის ხელისუფლების მძევალი და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის მძევალი. პირველი ადრესატი საიდანაც მოდის ეს უკანონობა არის ის ოლიგარქი, რომელმაც მოირგო ხელისუფლება და მოირგო კანონმდებლობა,“ - განაცხადა „თბილისის ჰამქარის“ თავმჯდომარე ცირა ელისაშვილმა.
ცოტა ხნის წინ პოლიციამ პანორმა თბილისის წინააღმდეგ აქციაზე ალეკო ელისაშვილი, ნატა ფერაძე და აქციის სხვა მონაწილეები, კონსტანტინე გურული და გიორგი ახობაძე, დააკავა.