20 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
შსს-ის ინფორმაციით, პანორამა-თბილისის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე 6 ადამიანი დააკავეს

შსს-ის ინფორმაციით,  პანორამა-თბილისის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე 6 ადამიანი ხულიგნობის და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავი2-ს  შსს-ში  განუცხადეს.  

შსს-ს ინფორმაციით, 6 პირი დააკავეს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას და 173-ე მუხლით, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

გარდა ამისა, როგორც შსს-ში აცხადებენ, დღეს აქციაზე საპატრულო პოლიციის მანქანა დაზიანდა და ამ  ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

პანორმა თბილისის წინააღმდეგ აქციაზე ალეკო ელისაშვილი, ნატა ფერაძე და აქციის სხვა მონაწილეები დააკავეს.  

ამავე თემაზე
დღის ამბები