პანორამა თბილისის და ბოტანიკური ბაღის ირგვლივ მიმდინარე პროცესების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულები ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში გადაიყვანეს.
უწყებასთან ამ წუთებში აქციის მონაწილეები იკრიბებიან, სადაც საპორტესტო აქციის მონაწილეების დაკავებას გააპროტესტებენ, რადგან აქციის მონაწილეთა თქმით, დაკავება უკანონოდ მოხდა.
დაახლოებით დღის 2 საათზე, პანორამა თბილისისა და ბოტანიკური ბაღის ირგვლივ მიმდინარე პროცესების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ალეკო ელისაშვილი, ნატა ფერაძე და აქციის მონაწილე კიდევ 4 პირი დააკავეს.