ორშაბათიდან გაფიცვა იწყება ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში.
მუშები აქციით სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ანაზღაურების გაზრდასა და ქარხნის გრძელვადიანი ფუნქციონირების მყარ გარანტიას ითხოვენ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ქარხანაში დასაქმებული ადამიანები პერმანენტულ აქციებს გეგმავენ.