სოფელ ნასაგურში მოსახლეობა მეორადი აკუმულატორების გადამამუშავებელი საწარმოს აღდგენას აპროტესტებს.
ამასთან დაკავშირებით მოსახლეობამ დღეს აქცია გამართა. მათი ცნობით, ინდოელი მეწარმე სოფელში მეორადი აკუმულატორების გადამამუშავებელი წარმოების აღდგენას გეგმავს.
როგორც მოსახლეობა ამბობს, რამდენიმე წლის წინ სოფლის მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე საწარმო დახურა. ისინი აცხადებენ, რომ მეორადი აკუმულატორების გადამამუშავებელი საწარმოს ფუნქციონირებს დროს საქონელი დაეღუპათ და ვენახები გაუფუჭდათ.
სოფლის მოსახლეობა სპეციალური ცნობის წარდგენას ითხოვს, რომელიც დაადასტურებს, რომ საწარმო ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
მოსახლეობა ასევე ვარაუდობს, რომ ინდოელ მეწარმეს ხელისუფლება მფარველობს.