20 ნოემბერი 2024,   00:55
ვრცლად
ივანიშვილს ჩვენი ეშინია და ახლა დისკრედიტაცია გადაწყვიტა - ნატა ფერაძე

პარტიზანი მებაღეების ხელმძღვანელი, ნატა ფერაძე, მის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლას და დღეს აქციის მონაწილეების დაკავებას ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს.

„ბიძინა ივანიშვილს ეშინია ჩვენი,“ - ამის შესახებ განცხადება ნატა ფერაძემ კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ნატა ფერაძე მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებსაც ეხმიანება და ამბობს, რომ მისი ნარკოლოგიურში გადაყვანა მის დისკრედიტაციას ემსახურება.

„ბრალდებების მთელი ბუკეტი ჩემთვის უცნაური იყო. ნარკოლოგიურში ჩემი გადაყვანა განსაკუთრებით უცნაური იყო. ეს არის ბიძინა ივანიშვილის მცდელობა ჩემი დისკრედიტაციისა.  გრძელდება ქალაქის ოკუპაცია. ეს არის თბილისში ოკუპირებული ტერიტორიები,“ - განაცხადა ნატა ფერაძემ, რომელიც ამბობს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით ის გეგმავს პასუხი მოითხოვოს. 

გარდა ამისა, მან ისიც განაცხადა, რომ პროტესტი არ შეჩერდება და მომდევნო აქციის გამართვის დრო უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

 

დღის ამბები