მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას აღნიშნავს. წირვა-ლოცვას კათოლიკოს-პატრიარქი, სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა.
ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია, ამიტომაც მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან.