თბილისში ლეონიდ პარფიონოვის ფილმის პრემიერა გაიმართება. ჩვენებას დაესწრება ავტორიც. დოკუმენტური ფილმი რუსეთში მცხოვრებ ებრაელებზე მოგვითხრობს. ნაშრომი ტრილოგიის ნაწილია. რუსი ჟურნალისტისა და პუბლიცისტის თქმით მომდევნო ნამუშევრები რუსეთში მცხოვრებ ქართველებსა და გერმანელებს დაეთმობა.
დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია უკვე შედგა მოსკოვსა და ეკატერინბურგში. ხვალ ლეონიდ პარფიონოვი ”დილა მშვიდობის საქართველოს” სტუმარი იქნება.