ნანა ბარნაველი გამოგონილი სახელი და გვარია. ისტორია, რომელმაც ამ ქალბატონის უკავშირდება მხოლოდ უახლოესი მეგობრების წრემ იცის.
2015 წლის 11 მაისს ნანას რამდენიმე დღით ადრე გაცნობილმა მამაკაცმა ტელეფონზე დაურეკა და სტუმრად მისვლის ნებართვა სთხოვა. მამაკაცი ნასვამი აღმოჩნდა რის შედეგადაც მან ნანა ბარნაველზე ფიზიკური ზეწოლა მოხდინა. უმოწყალოდ ნაცემი ქალბატონი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
გაურკვეველია რატომ არ იქნა დაკავებული მოძალადე, რომელიც პატრულის თანამშრომლებმა პრაქტიკულად დანაშაულის ჩადენის ფაქტზე წაასწრეს.
არა თუ შემთხვევის ადგილზე, მოძალადე დღემდე არავის დაუკავებია, ხოლო საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით ცემის ფაქტზე აღიძრა, რასაც დაზარალებული კატეგორიულად არ ეთანხმება.
დაზარალებულის აზრით მოძალადეს ძალოვან უწყებაში ან მფარველები ჰყავს, ან თავად არის ამ სტრუქტურის თანამშრომელი, თუმცა უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში არ ადასტურებენ, რომ დავით ლაფანაშვილი მათი უწყების თანამშრომელია.
ავტორი: გიორგი გვიშიანი.