20 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
ბაგა-ბაღების სურსათით მომარაგების ტენდერში უჩვეულოდ დაბალი ფასები დაფიქსირდა

თბილისის ბაგა ბაღების სურსათით მომარაგების რამდნიმე ტენდერში  უჩვეულოდ დაბალი ფასები დაფიქსირდა. მაგალითად, ხილის მომარაგების შემთხვევაში პრეისკურანტის ფასი სულ რაღაც 3.94 თეთრია, ეს იმის მიუხედავად, რომ გამარჯვებული კომპანიამ 6 თვის განმავლობაში ვალდებულია სწორედ 3 ლარად და 94 თეთრად შეიტანოს თითო-თითო კილოგრამი ვაშლი, ბანანი, ლიმონი, კომში და გოგრა. რისთვისაც კომპანიამ ჯამში 670 000 ლარი უნდა მიიღოს.

როგორც ბაღებში აცხადებენ, უჩვეულოდ დაბალი ფასის მიუხედავად ხილით მომარაგების პრობლემა არც ერთ ბაღს არ შექმნია. უფრო ვრცლად რა მდგომარეობაა ამ მხრივ ბაღებში და რა სახეობის ხილი შეაქვს გამარჯვებულ კომპანიას ამის შესახებ მიშა სესიაშვილის სიუჟეტში.

ავტორი: მიშა სესიაშვილი.

დღის ამბები