20 ნოემბერი 2024,   00:56
ვრცლად
ელექტრონული მუსიკის მსოფლიო რუქაზე საქართველო ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს

დღეს ელექტრონული მუსიკის მსოფლიო რუქაზე საქართველო ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს. თბილისი, ბერლინისა და პარიზის რიგებში ეწერება.

დღეს თბილისს ისეთი დიჯეები სტუმრობენ როგორებიც არიან: ბენ ქლოქი, მარსელ დეტმანი, როდჰედი, რიჩი ჰოუტინი და სხვები. ისინი წერენ, რომ თბილისი ელექტრონული მუსიკის მექაა. მათი ჰონორარი საშუალოდ 1000 ევროდან 10 000 ევრომდე მერყეობს.

ელექტრონული მუსიკის განვითარებამ ისეთ დონეს მიაღწია, რომ ახალგაზრდა ხელოვანების ჯგუფმა თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალის თარიღები დაანონსეს. 

ავტორი: ანანო ბაკურაძე.

 

 

დღის ამბები