დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს აუდიტორია 115. მათ ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს. ისინი უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 45-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ.
მათი განმარტებით, ეს მუხლი არეგულირებს თვითმმართველობების უფლებამოსილებას და ზღუდავს სტუდენტების უფლებას მონაწილეობა მიიღონ დეკანისა და აკადემიური საბჭოს არჩევნებში, რომელიც ირჩევს უმაღლესი სასწავლებლის რექტორს.
45-ე მუხლის მიხედვით, დეკანისა და აკადემიური საბჭოს არჩევნებში მონაწილეობს საფაკულტეტო საბჭო, რომლის წევრობაც მხოლოდ თვითმმართველობის წარმომადგენელ სტუდენტებს შეუძლიათ.