ევროპის დღის აღნიშვნა გუშინ რიყეზე კონცერტით დასრულდა. მასში ქართველი და ევროპელი შემსრულებლები მონაწილეობდნენ. ბოლოს ღონისძიება სუხიშვილების მოცეკვავეებმა დაასრულეს.
ევროპის დღის აღსანიშნავად თბილისში, გუშინ ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების ორგანიზებით, რიყის პარკში კულტურულ-გასართობი ღონისძიებები ჩატარდა. მასში მონაწილეობა კი ნებისმიერ მსურველს შეეძლო.