02 ოქტომბერი 2024,   02:32
ვრცლად
"საქართველოს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში,“- დავით ბაქრაძე

ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან საქართველოს პარლამენტის წევრები იმყოფებოდნენ. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს.

„ვულოცავ ყველას, განსაკუთრებით ვულოცავ იმ გმირ თაობას, ვინც საკუთარი მხრებით, სისხლით, ბრძოლით დაამარცხა ბოროტება. საქართველოს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში,“- განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.

თავისუფალმა დემოკრატებმა უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინითშეამკეს.

„საქართველოს აფხაზეთიდან იყო ის გამარჯვებული, ვინც რაიხსტაგზე დროშა ააფრიალა. მინდა მთელ საქართველოს, თბილისს, სოხუმს, ცხინვალს, ყველას მივულოცო ვინც ამ ომში მონაწილეობა მიიღო, მივულოცო,“- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

ავტორი: ანა წერეთელი

ამავე თემაზე
დღის ამბები