ევროპის დღეების ფარგლებში გაიხსნა სემინარი „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ.“ დედაქალაქიდან და რეგიონიდან მოწვეულ პედაგოგებს ევრო-ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და ევროკავშირის წარმომადგენელმა იანოშ ჰერმანმა მიმართეს.
ღონისძიებაზე 10 გამარჯვებული პედაგოგი დააჯილდოვეს. ესტონეთის ელჩმა საქართველოში პრიიტ ტურკმა 2016 წელს განხორციელებული საუკეთესო პროექტების ავტორებს ესტონეთში შემეცნებითი ვიზიტებისთვის მიიწვია.