20 ნოემბერი 2024,   00:56
ვრცლად
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ეკონომიკის მინისტრი ესწრებოდა. აეროპორტის ახალი ტერმინალი 3 მილიონ 500 ათასი მგზავრის მომსახურებაზეა გათვლილი. დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე დაათვალიერა ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და აეროდრომის სამიმოსვლო ბილიკების სამუშაოები, რომლებიც 30 ივნისს დასრულდება.

“560 მეტრზე ვმუშაობთ ახლა, ეს არის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ბოლო ნაწილი საიდანაც ზოგადად ჯდება და ფრინდება თვითმფრინავები. შესაბამისად თქვენ იცით, რომ ერთი ასეთი ნაწილი გაკეთებულია, ახლა მეორე ნაწილს ვაკეთებთ. 20 მაისისთვის ეს ნაწილი გაკეთდება და შემდეგ უკვე ყოველ დღიურად 100-100 მეტრით უნდა მოხდეს ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გაკეთება“ - განაცხადა ქუმსიშვილმა.     

დღის ამბები