66 წლის თემურ ფერიშვილს ოჯახი მთელი ღამის განამვლობაში ეძებდა. დაკარგულის კვალს ამ დილით მიაკვლიეს.
თანასოფლელების ინფორმაციით, მამაკაცი გუშინ, საკუთარ ვენახში სამუშაოდ წავიდა. საღამოდან კი მისი ოჯახის წევრებმა ძებნა დაიწყეს. სამძებრო სამუშაოებში სოფელთან ერთად, კახეთის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებიც იყვნენ ჩართული.
ფერიშვილის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა, რადგან, მათივე თქმით, ის ბოლო წლებში ხშირად ავადმყოფობდა.