20 ნოემბერი 2024,   00:52
ვრცლად
სასამართლომ ნატა ფერაძეს 250-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

დაახლოებით 2-საათიანი განხილვის შემდეგ სასამართლომ ნატა ფერაძე სამართალდამრღვევად სცნო და 250-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ნატა ფერაძე და მისი ადვოკატი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებას გასაჩივრებას აპირებენ. ადვოკატის განცხადებით, ფერაძის დაკავება უკანონოდ მოხდა.  

“ღრმად მომკიდეს შარვალში ხელი, შარვალი პრაქტიკულად ჩახდილი მქონდა. ეს ფოტოები გავრცელდა სოციალურ ქსელში და საკმაოდ არაეთიკური კომენტარებით. ვფიქრობ, რომ  ესეც გასაჩივრდება. მათ მე არ გავუფრთხილებივარ, რომ მანქანიდან უნდა ჩამოვსულიყავი. ამის დროც არ მომცეს და პირდაპირ ფეხში მომკიდეს და დამახეთქეს მანქანის სახურავზე,“ - განაცხადა ნატა ფერაძემ.  

ნატა ფერაძის ადვოკატის თქმით, პოლიციამ ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება.

   

ავტორი: ეკა გაგუა 

დღის ამბები