Gulf Air საქართველოს ავიაბაზრით დაინტერესდა. ბაჰრეინიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულების შესაძლებლობის საკითხები ბაჰრეინის ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს.
Gulf Air ამჟამად საქართველოს ბაზარს სწავლობს, რის შემდეგაც მიიღებს გადაწყვეტილებას.
ვიზიტის ფარგლებში ბაჰრეინის დელეგაცია ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებსაც შეხვდება.