20 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
ლაგოდეხის რაიონში დაკარგული 3 ახალგაზრდის მშობლები დახმარებას პრემიერს სთხოვენ

5 თვის წინ ლაგოდეხის რაიონში დაკარგული სამი ახალგაზრდა მამაკაცის მშობელი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან 4 ადამიანზე ვიზების გაკეთებას ითხოვს. მშობლების განცხადებით, იმის გამო, რომ სოფელში სამძებრო სამუშაოები შეწყვეტილია სოფლის მოსახლეობას აქვს სურვილი საკუთარი ძალებით მოძებნონ დაკარგულები დაღესტნის ტერიტორიაზე.

ისინი დღეს ამ მოთხოვნით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ. ასევე დაკარგული ახალგაზრდას მშობლებმა მთავრობის კანცელარიაში განცხადებაც შეიტანეს პრემიერმინისტრის სახელზე და მას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები