20 ნოემბერი 2024,   00:54
ვრცლად
ოჯახური ძალადობის მსხვერპლი - მედეა პატაშური დუშეთის პოლიციას ყოფილი ქმრის მფარველობაში ადანაშაულებს

ოჯახური ძალადობის მსხვერპლი სახელმწიფოს დაცვას სთხოვს. მედეა პატაშურის განცხადებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში ის პერმანენტულად ხდება ყოფილი ქმრის ფიზიკური თავდასხმების მსხვერპლი, თუმცა გამოძიება ყოველ ჯერზე ფორმალურად მიმდინარეობს, მოძალადე კი დაუსჯელი რჩება.

პატაშურის განცხადებით, პრობლემა მსგავსი სახის ძალადობის კვალიფიკაციაშიც არის, თუმცა ის დუშეთის პოლიციას ყოფილი ქმრის მფარველობაშიც ადანაშაულებს.

მისი ინფორმაციით, ძალადობის ბოლო ფაქტი მიმდინარე წლის დასაწყისში მოხდა, როდესაც თავდამსხმელმა მას მანქანა განზრახ ორჯერ დააჯახა. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

“ეს არის საქმე, სადაც ქალის წინააღმდეგ ძალადობს არა მხოლოდ მისი ყოფილი მეუღლე, არამედ მთელი სამართალდამცავი სისტემა. სადაც შსს-ს თანამშრომლები და დეპუტატის აპარატის თანამშრომლები ღიად მფარველობენ ადამიანს, რომელიც სავარაუდოდ არს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარული თანამშრომელი,“ - განაცხადა კავშირ «საფარის» აღმასრულებელმა დირექტორმა ბაია პატარაიამ.

დღის ამბები