20 ნოემბერი 2024,   00:55
ვრცლად
ლეიბორისტები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ონლაინსესხების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებენ

ლეიბორისტების პარტია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ონლაინ სესხების საწინააღმდეგო კამპანია დაიწყეს. მშრომელთა პარტიამ პირველი აქცია ემას-კრედიტთან გამართეს.

გიორგი გუგავას განცხადებით ამ ორგანიზაციას დღეს საქართველოში სესხებზე ყველაზე მაღალი პროცენტი აქვთ.

„მივმართავ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მკაცრად გააკონტროლოს ამ თაღლითური კომპანიების საქმიანობა. გაუნულოს მოქალაქეებს უკანონოდ დარიცხული ჯარიმები და საურავები. სხვა შემთხვევაში არჩევნების შემდეგ ამ გადაწყვეტილებებს მივიღებთ ჩვენ,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.

ლეიბორისტების განცხადებით აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და მანამდე გაგრძელდება სანამ სესხზე პროცენტები არ დარეგულირდება. გამართულ აქციაზე მიკრო საფინანსო ორგანიზაცია ემას-კრედიტში კომენტარი არ გაუკეთებიათ.

დღის ამბები