ცენტრ პოინტის მიერ დაზარალებულებმა მთავრობის კანცელარიასთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები კუთვნილი ბინებისა და ობიექტების დაბრუნებას ითხოვენ.
დაზარალებულები პრემიერმინისტრს საკითხით დაინტერესებასა და რეაგირებისკენ მოუწოდებენ. აქციაზე ასევე მთავარ პროკურორსაც მიმართეს და ის უმოქმედობაში დაადანაშაულეს.
დაზარალებულები ხელისუფლებას კომპანიასთან გარიგებაშიც ადანაშაულებენ.
„როგორც შეიძლება კომპანიას 6 200 დაზარალებული ჰყავდეს და ისინი თავისუფლები იყვნენ. მაშინ ხელისუფლებამ აიღოს საკუთარ თავზე დაზარალებულების ბინით დაკმაყოფილების საკითხი,“ - აცხადებენ დაზარალებულები.
მათი განცხადებით აქციების გამართვას ისინი კიდევ გეგმავენ.