ფოთში აღმაშენებლის ქუჩაზე ორი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება, თუმცა ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ შეცდომით იმ მშრალი ხიდის დემონტაჟი დაიწყო, რომელიც გეგმაში არ არის.
სამუშაოების ფარგლებში ხიდის ჯებირი უკვე მოანგრიეს. ამ ფაქტს მოსახლეობისა და ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა.
როგორც ხელისუფლებაში განმარტავენ შეცდომა ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ დაუდევრობის გამო დაუშვა.