კანის კიბოს და მელანომის დიაგნოსტიკისა და ადრეული გამოვლენის მიზნით 14-15 მაისს თბილისში უფასო გამოკვლევები ჩატარდება. პროექტი პანევროპული კამპანია ევრომელანომა 2016-ის ფარგლებში მეხუთედ ხორციელდება.
სკრინინგის ორგანიზატორია საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაცია. კვლევის ჩასატარებლად აუცილებელია წინასწარი სატელეფონო რეგისტრაციის გავლა.