20 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ში გამართული ”ძლიერთა თამაშებიდან” გამარჯვებულები დაბრუნდნენ

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო ოპერაციებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ში გამართული ”ძლიერთა თამაშებიდან” გამარჯვებულები დაბრუნდნენ.

ქართველი მებრძოლებისგან დაკომპლექტებულმა ნაკრებმა გაერთიანებული სამეფოს პრინცი ჰარის პატრონაჟით ჩატარებულ საერთაშორისო შეჯიბრებაში გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.

14-მედალოსან სამხედროს აეროპორტში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დახვდნენ. პრიზიორებისთვის უწყებაში საზეიმო მიღება გაიმართა. სამხედროებს გამარჯვება, თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანიდან მიულოცა.

დღის ამბები