20 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს ლიტურგია კათოლიკოს-პატრიარქმა შეასრულა

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს ლიტურგია კათოლიკოს-პატრიარქმა შეასრულა.

წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღესასწაული მიულოცა, შემდეგ კი სასულიერო პირებმა ილია მეორესთან ერთად სამი ტაძრის მიმართულების ჯვრები გადააბრძანეს.

ჯვრის მონასტერში, უჯარმისა და თხოთის მთაზე სვეტიცხოვლიდან ჯვრები გასულ წელსაც გადააბრძანეს, წელს კი მსვლელობა დმანისის, ცაგერისა და ნეკრესის ტაძრების მიმართულებით იმართება.

ჯვართაღმართვის დღესასწაული მირიან მეფის დროს აღინიშნებოდა.

დღის ამბები