მთის ახალი კანონის თანახმად, მხოლოდ ჰიფსომეტრიული სიმაღლე მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მისანიჭებლად საკმარისი არ არის. დასახლებული პუნქტი, რომელიც 1000 დან 1500 მეტრის შუალედში მდებარეობს, დამატებითი სამი კრიტერიუმიდან, მინიმუმ, ერთს უნდა აკმაყოფილებდეს.
2016 წლის პირველი სექტემბრიდან, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, კი ძალაში შედის ის შეღავათები, რომლებსაც მთის ახალი კანონი ითვალისწინებს.
მთის კანონთან დაკავშირებით მთის განვითარების ეროვნულ საბჭოში 400-მდე სოფლის განაცხადია შესული.
რა მდგომარეობა ამ დროისთვის და რამდენ სოფელი ითხოვს სტატუსი მინიჭებას, ამაზე უფრო ვრცლად სპეციალურად P.S-თვის გიორგი გვიშიანის სიუჟეტში.
ავტორი: გიორგი გვიშიანი