20 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე - დაკავებულია ათი "ლგბტ" აქტივისტი

დაკავებებით დაიწყო ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა თბილისში. გამთენიისას სამართალდამცველებმა ათი ლგბტ აქტივისტი დააკავეს.

სიყვარული თანასწორია - ამ შინაარსის წარწერებს ისინი საპატრიარქოს ღობის კედელზე აკეთებდნენ. მათ ქალაქის იერსახის დამახინჯებაში ადანაშაულებენ.

რამდენიმე ადამიანს კი დამატებით, პოლიციის დაუმორჩილებლობასაც ედავებიან, რომელიც 15 დღიან პატიმრობას ან 250-დან 2 ათას ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

ათივე დაკავებული პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. ლგბტ აქტივისტების დაკავების ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. დაკავებულების საკითხზე სასამართლო გადაწყვეტილებას დღესვე მიიღებს.

დღის ამბები