20 ნოემბერი 2024,   00:52
ვრცლად
საპატრიარქოსთან დაკავებული "ლგბტ" პირების სასამართლო დღეს გაიმართება

საპატრიარქოსთან დაკავებული ლგბტ აქტივისტების სასამართლო პროცესი გაიმართება დღეს. მათ ადმინისტრაციული შენობების იერსახის დამახინჯება ედებათ ბრალად რამდენიმეს კი პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა.

თუმცა, ადვოკატის თქმით, აქტივისტებს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ და ისინი წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

სამართალდამცავებმა 7 აქტივისტი თბილისში 17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს დააკავეს.

დღეს ექვსი მათგანის სასამართლო პროცესი გაიმართება, ერთის კი 28 მაისს.

დღის ამბები