ევროპის დღეების ფარგლებში, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო წიგნი საქართველო და ევროკავშირი - განვითარებისა და რეფორმების კვალდაკვალ, ასევე აუდიო წიგნი ნატო და ევროკავშირი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები.
პრეზენტაციას ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.