20 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქციას გამართავ,"-გოგა ონიანი რუსების მიერ ქართველის მკვლელობას აპროტესტებს

ადვოკატი გოგა ონიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქციას გამართავს. უფლებადამცველის ინფორმაციით აქციაზე ე.წ. საზღვართან გუშინ მომხდარ მკვლელობას გააპროტესტებენ.

”საქართველოს ხელისუფლების რეაქცია ამ საქმეზე არის სამარცხვინო, როდესაც სპეცსამსახური იმის მაგივრად, რომ  იცავდეს საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის უფლებას, გმობს ამ ფაქტს. ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ თავს მოხვეული რეალობა, რომელიც აუცილებლად დასრულდება. მაგრამ დღეს 17 საათსა და 30 წუთზე, მოდულის შენობასთან გავმართავთ აქციას, სადაც გავაპროტესტებთ რუსეთის მიმართ მავნებლურ პოლიტიკას, რომელსაც საქართველოსთვის და მოქალაქეებისთვის აქვს მძიმე კონკრეტული შედეგები“ - განაცხადა ადვოკატმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა გოგა ონიანმა.         

დღის ამბები