20 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
პროტესტი 30 წლის ქართველის მკვლელობას - აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მეტ ადეკვატურობას ითხოვენ

აქცია მთავრობის კანცელარიასთან - არასამთავრობო სექტორი და სტუდენტები რუსი ოკუპანტების მიერ 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მეტ ადეკვატურობას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა უფრო მწვავე განცხადებები უნდა გააკეთონ რუსეთთან მიმართებაში. გარდა ამისა, ისინი საზოგადოებას მოუწოდებენ, გააპროტესტონ ოკუპანტების ქმედებები.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობას ჰქონდეს ადეკვატური რეაქცია ასეთი ფაქტებზე, როდესაც იღუპებიან ჩვენი მოქალაქეები და ამაში ჩართულები არიან რუსი ოკუპანტები. მგონია, რომ ეს ის საკითხია, რომელიც უნდა დადგეს საერთაშორისო შეხვედრებზე,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

აქციაზე იმყოფებოდა პარლამენტის წევრი, ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლება ქმედებების ნაცვლად, მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლება.

„ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ საქართველოს პრობლემები, წამოწეული იყოს,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ავტორი: ნატა მახვილაძე.

დღის ამბები