20 ნოემბერი 2024,   00:56
ვრცლად
რუსი სამხედროების მიერ 30 წლის ქართველის მკვლელობა "სუს"-თან გააპროტესტეს

კიდევ ერთი აქცია - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გამართეს. ისინი ხურჩა-ნაბაკევთან მომხდარ მკვლელობას აპროტესტებენ.

მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ სახელმწიფომ მიიღოს ადეკვატური ზომები იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან მოხდა.

აქცია იყო სიმბოლური. მონაწილეებმა ადგილზე მიიტანეს პლაკატები, რომლებზეც გამოსახული იყო ბიძინა ივანიშვილი, ვლადიმერ პუტინი და აბაშიძე-კარასინი და ისინი სიმბოლურად საღებავებით შეღებეს.

„ბოლო 4 წელიწადია, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, საოკუპაციო ჯარი სრულად გათავხედდა. კარასინი-აბაშიძის ფორმატი არ იცავს საქართველოს ინტერესებს. გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმე სასწრაფოდ უნდა იყოს გამოძიებული, ყველა ის პირი ვინც ჩართული იყო მის მკვლელობაში უნდა იქნენ გასამართლებული,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა გოგა ონიანმა.

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი.

დღის ამბები