20 ნოემბერი 2024,   00:33
ვრცლად
კაბელების საქმე-დაკავებულების ოჯახები მათ უდანაშაულობას სპეციალური ფილმით ამტკიცებენ

ე.წ. კაბელების საქმეზე ხუთი დაკავებულის მხარდამჭერ აქციამდე 1 დღით ადრე, კაბელების საქმეზე მსჯავრდებულების ახლობლებმა ვიდეოფილმი დაამზადეს, იმ მტკიცებულებების შესახებ, რის საფუძველზეც დაკავებულების ახლობლები ამბობენ, რომ კაბელების საქმეს მოტივად პოლიტიკური გადაწყვეტილება უდევს. ფილმს ხვალ პროკურატურასთან საპროტესტო აქციაზე უჩვენებენ.

კაბელების საქმის დეტალების გასაცნობად, დღეს თავისუფალი დემოკრატების წევრებმა შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთანაც გამართეს. 

მსჯავრდებულების ადვოკატი ლევან სამუშია მის ხელთ არსებული დოკუმენტებით ამტკიცებს, რომ თავდაცვის სამინისტრომ კომპანია სილქნეტთან ხელშეკრულება კანონიერად გააფორმა.

სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების საქმეზე განმარტება დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც გააკეთეს. გიორგი მარგველაშვილი სასამართლოს ყველა ინსტანციის გადაწყვეტილებას ელოდება.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები