პოლიციის მხრიდან, სავარაუდოდ, ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი ამჯერად ბეროზაშვილების ოჯახი გახდა. ინციდენტის მონაწილეები ყვებიან, რომ სამართალდამცველები ჯერ ქუჩაში, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში გაუსწორდნენ, მათ შორის 4 თვის ორსულ ქალს.
ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება ლაშა ბეროზაშვილი, ახალგაზრდა მამაკაცის დედა კი ტვინის შერყევით კლინიკაში გადაიყვანეს.
ეთერ ოქრუაშვილი ცემაში პოლიციის თანამშრომლებს ადანაშაულებს. მისი თქმით, სამართალდამცველებსა და მას შორის დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც პოლიცია მის შვილს ლაშა ბეროზაშვილს ხუდადოვის ქუჩაზე, დისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო აკავებდა. ეთერ ოქრუაშვილი ყვება რომ, სამართალდამცავებმა ის საბოლოოდ ორივე შვილთან ერთად დააკავეს, შემდეგ კი ჯერ მანქანაში სცემეს, მოგვიანებით კი ცემა კუკიის პოლიციის განყოფილებაში გააგრძელეს.
ეთერ ოქრუაშვილი კუკიის განყოფილებიდან ხელწერილით გამოუშვეს. მისი შვილები კი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრალდებებს უარყოფენ.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.