20 ნოემბერი 2024,   00:55
ვრცლად
"რუსთავი 2" და პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება - უჩა ნანუაშვილის ანგარიშის განხილვა დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ სახალხო დამცველის მთავარი შენიშვნა პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს უკავშირდება. ძალოვან უწყებაში შექმნილ ვითარებაზე ცალკე ანგარიში დღეს სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე წარადგინა. ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, 2015 წელს სამართალდამცველების მიერ 2 ათას 600-ზე მეტი გადაცდომაა დაფიქსირებული.

სახალხო დამცველის ანგარიშში ცალკე თავი მედია გარემოსა და რუსთავი2-ის საქმეს ეთმობა. უჩა ნანუაშვილი უარყოფითად აფასებს რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღებისა და ტელეკომპანიაში მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ დროებითი მმართველების დანიშვნის საკითხებს.

რუსთავი 2-ის საქმეს, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობოდა, არ უკვირთ საპარალამენტო უმცირესობის წევრებს. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ყველაზე ცუდი ტენდენცია ხელისუფლების მხრიდან ომბუდსმენის კრიტიკისა და რეკომენდაციების სრული იგნორირებაა.

სახალხო დამცველის ანაგარიშში მოხვდა პანორამა თბილისის პროექტი და საყდრისი-ყაჩაღიანის საქმეც.

ავტორი: ნინო სამყურაშვილი.

დღის ამბები