20 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
ვარდების მოედანს შესაძლოა ისევ რესპუბლიკის მოედანი ეწოდოს

დედაქალაქის ერთ-ერთმა მთავარმა მოედანმა შესაძლოა, ძველი სახელწოდება დაიბრუნოს. საკრებულოში უკვე ინიცირებულია პროექტი, რომლის მიხედვითაც ვარდების მოედანს ისევ რესპუბლიკის მოედანი უნდა ეწოდოს.

საკრებულოს დეპუტატი თედო კობახიძე დარწმუნებულია, რომ ამ გადაწყვეტილებას თბილისელების უმრავლესობა ელოდება. ქართული ოცნების წევრი პოლიტიკური ნიშნით ინიციატივის დაყენებას გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ თავის დროზე ადგილს ვარდების მოედანი სწორედ ამ ნიშნით დაერქვა.

თბილისის მერს სურს, რომ ვარდების მოედანს ისევ ძველი სახელი დაუბრუნდეს. თუმცა დავით ნარმანია ამ სურვილს ვერაფრით ხსნის.

თბილისის ხელისუფლების წევრებს ინიციატივას უწუნებენ ოპონენტები.

ავტორი: ეკო მაღრაძე.

დღის ამბები